2021 წელს პენსიასა და სოციალურ პაკეტს 971 648 პირი იღებდა

2021 წელს პენსიასა და სოციალურ პაკეტს 971 648 პირი იღებდა
11-02-2022, 14:01 - 2022
481

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი – კაცი.

რეგიონების მიხედვით, პენსიის მიმღებთა 29.4 პროცენტი თბილისშია, 16.3 პროცენტი – იმერეთში, 10.8 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.9 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8 პროცენტი ფიქსირდება.

მათივე ცნობით, 2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 174 379.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38 ათასით განისაზღვრა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა