ხუნდაძე - სათქმელს აუცილებლად ვიტყვი

ხუნდაძე - სათქმელს აუცილებლად ვიტყვი
29-07-2022, 02:11 - 2022
413

„პროცესი რომ სწორ კალაპოტში ჩადგეს, ბევრ რამეზე ვიკავებთ თავს, რომ საფრთხეები იქნას არიდებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში საუბრობს.

მისი განცხადებით, უფრთხილდება ძალიან ბევრ ურთიერთობას.

ჩვენი პოზიციონირება არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ მხოლოდ ინტერესები დავაკმაყოფილოთ, რა ვიცით ჩვენ. ჩვენ ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობთ ამ ეტაპზე, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ძალიან ბევრ ურთიერთობას რომელიც საჭიროა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის სწორად და მყარად ცვლისათვის. ამიტომ, პროცესი რომ სწორ კალაპოტში ჩადგეს, ბევრ რამეზე ვიკავებთ თავს, რომ საფრთხეები იქნას არიდებული, სათქმელს აუცილებლად ვიტყვით“, - ამბობს ხუნდაძე. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა