„საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“ - ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს

„საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“ - ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს
26-05-2022, 13:39 - 2022
414

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა.
 
ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო თავისი ტერიტორიების ომით დაბრუნებას არ აპირებს და ასეთი ცნობები რუსული დეზინფორმაციის ნაწილია. 
 
ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა