განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ქუთაისში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
12-12-2020, 11:47
ავტორი: აკაკი გურგენიძე

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ჰქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ ეტაპზე 81 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გაზიარება
მოინახულეს 110-ჯერ
კომენტარები