განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
9-12-2020, 13:01
ავტორი: აკაკი გურგენიძე

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკის ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი მკურნალობს.

„კლინიკაში გვყავს 79 კოვიდდადებითი, მათგან მძიმეა 4 პაციენტი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში, კრიტიკულად მძიმე პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაცს კოვიდის გარდა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 124-ჯერ
კომენტარები