ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე გათბება

ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე გათბება
15-04-2022, 13:01 - 2022
827

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს.
 
უწყების ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
 
16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
 
ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს
“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა