განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 81 წლის და 78 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 81 წლის და 78 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ
26-11-2020, 12:57
ავტორი: ანი შველიძე

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 81 წლის და 78 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და შეყვანის დღიდან მდგომარეობა მძიმე იყო.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი 81 წლის მამაკაცი და 75 წლის ქალი. 81 წლის მამაკაცი კლინიკაში 24 ნოემბერს შემოიყვანეს, მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 78 წლის ქალი 10 დღის განავლობაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ორმხრივი პნევმონია ,არტერიული ჰიპერტენზია მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუშინ გვიან გარდაიცვალა. ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 80 ინფიცირებული პაციენტი მათ შორის 3 მძიმე“,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 121-ჯერ
კომენტარები