უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
24-03-2022, 20:20 - 2022
642

პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით დღეს მოხდა პირველი სამხედრო ტყვეების სრული გაცვლა.
 
ვიცეპრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 10 ტყვე ოკუპანტი, 10 უკრაინელ  ჯარისკაცში გაცვალეს.
 
გარდა ამისა, ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსულ მხარეს გაუგზავნეს 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესის მახლობლად დატბორილ გემზე გადაარჩინეს. 
 
ამ გაცვლის შედეგად, „საფირონის“ სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს ზმეინის კუნძულიდან. გაცვლის პირობებით, თავად სამაშველო გემიც დაბრუნდება უკრაინაში და თურქეთის პორტში გაიგზავნება.



კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა