იანვარში წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა

იანვარში წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა
3-02-2022, 11:32 - 2022
465

2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელმა იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის  მაჩვენებელი ასევე 5.6%-ით განისაზღვრა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა