უკრაინამ კიევის შესასვლელში ოკუპანტების ხიდი ააფეთქა

უკრაინამ კიევის შესასვლელში ოკუპანტების ხიდი ააფეთქა
14-03-2022, 12:34 - 2022
905

უკრაინელმა სამხედროებმა აღკვეთეს რუსული სამხედრო ტექნიკის მცდელობა, გადაეკვეთათ მდინარე ირპენი გოსტომელთან აშენებული ხიდით და შესულიყვნენ დედაქალაქში - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, УНІАН წერს. 
 
გამოცემის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კიევის გარეუბანში, ირპინში რამდენჯერმე მოიგერიეს და შეაჩერეს რუსული ჯარების წინსვლა უკრაინის დედაქალაქისკენ. 
 
მთავარი ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე ირპინს, უკრაინელებმა  რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად გაანადგურეს. ახლა მდინარე ირპინი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის რუს სამხედროებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა