განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

სამხრეთ კორეა ინდოეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის საკარანტინო წესებს ამკაცრებს

სამხრეთ კორეა ინდოეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის საკარანტინო წესებს ამკაცრებს
4-05-2021, 14:27
ავტორი: ნინა ჯანგირაშვილი

სამხრეთ კორეა ინდოეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლი სანგ-ვინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მოქალაქეები და უცხოელები, რომლებიც ინდოეთიდან გრძელვადიანი ვიზიტით ჩამოდიან, ექვემდებარებიან მთავრობის მიერ დაწესებულ 7-დღიან კარანტინს, სადაც მათ ორჯერ უნდა მიიღონ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი იმისთვის, რომ შეძლონ სახლში დარჩენა კარანტინის დარჩენილი 7 დღის განმავლობაში.

ლიმ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მოკლევადიანი ვიზიტით ჩამოსული მგზავრებისთვის სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინი.

გაზიარება
მოინახულეს 70-ჯერ
კომენტარები