განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ხელისუფლებისთვის პრობლემაა ნიკას ციხეში ყოფნა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა მისი გათავისუფლებაა - გიორგი კონდახიშვილი

ხელისუფლებისთვის პრობლემაა ნიკას ციხეში ყოფნა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა მისი გათავისუფლებაა - გიორგი კონდახიშვილი
4-05-2021, 13:22
ავტორი: სოფიო შავაძე

„ხელისუფლებისთვის პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ  მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა, ამიტომაც ყველაფერს ცდილობენ, რომ გაახანგრძლივონ ნიკა მელიას პატიმრობა“, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება მოისურვებს ნიკა მელიას უკანონო პატიმრობის დასრულებას, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მისი გათავისუფლება. 

„ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა, ამიტომაც ყველაფერს ცდილობენ, რომ გაახანგრძლივონ ნიკა მელიას პატიმრობა. არაფერ შუაში არ არის ნიკა მელიას თანხმობა, თუ კი ხელისუფლებას სურს დასრულდეს ნიკა მელიას პოლიტიკური პატიმრობა, ნებისმიერ დროს მათ აქვთ არაერთი სამართლებრივი მექანიზმი, შეუძლია მიმართონ სასამართლოს, თავისუფლდება ამის შედეგად ნიკა მელია და შემდგომ დგება რამოდენიმე დღიანი ან კვირიანი ვადა, გირაოს გადახდის“,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია დღეს საპატიმროში ადვოკატებმა მოინახულეს.

გაზიარება
მოინახულეს 90-ჯერ
კომენტარები