განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ხატია დეკანოიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ხატია დეკანოიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
4-05-2021, 13:09
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

„უნდა ავიცრათ, სხვა გამოსავალი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების არ არსებობს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს არ უნდა მოვუსმინოთ და შეგვიძლია აცრის მეშვეობით არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების სიცოცხლეც გადავარჩინოთ.

„უნდა ავიცრათ, სხვა გამოსავალი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების არ არსებობს. ერთი წლის შემდეგ, პირველად ვნახე ახლო მანძილიდან აცრილი მშობლები და ჩავეხუტე. ნუ უსმენთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს, აცრა ერთადერთი გამოსავალია. მე 10-ში ვიცრები და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გავუფრთხილდები. აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა, მარტო ჩვენი არა, სხვისი სიცოცხლის“, - წერს დეკანოიძე.

გაზიარება
მოინახულეს 87-ჯერ
კომენტარები