განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ნათია თურნავა - ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ეკონომიკას სწრაფად აღგვადგენინებს

ნათია თურნავა - ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ეკონომიკას სწრაფად აღგვადგენინებს
4-05-2021, 12:58
ავტორი: მარიამ ბაზალი

„ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვახდინოთ რაც შეიძლება სწრაფად ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლათფორმაზე" , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ის დაწესებულებები, რომლებიც ჩართული იქნებიან ვაქცინაციის პროცესში, ჩაითვლება კოვიდ უსაფრთხოდ და სამინისტრო მარკეტინგული შესაძლებლობებით მათ პრომოუშენს გაუწევს, რაც ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს.

„ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვახდინოთ რაც შეიძლება სწრაფად ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, სრულიად მსოფლიომ რომ შეიტყოს, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას.

ჩვენ და ჩვენი სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები, სხვადასხვა რესტორნის , სასტუმროს, ტუროპერატორი სასტუმროს თანამშრომლების და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში დაგვეხმარება და შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები სადაც დასაქმებული პერსონალი უდიდესი უმრავლესობა რა თქმა უნდა იმ წესების დაცვის რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს იქნება ვაქცინირებული ჩაითვლება კოვიდ უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე , ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს, მთელი მსოფლიო შეიტყობს რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი თუ სასტუმრო არის კოვიდ უსაფრთხო. ეს ძალიან დაგვეხმარება იმაში რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
მოინახულეს 83-ჯერ
კომენტარები