განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ნიკა მელიას კანონის დარღვევით უნდოდა პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭა - ირაკლი ქადაგიშვილი

ნიკა მელიას კანონის დარღვევით უნდოდა პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭა - ირაკლი ქადაგიშვილი
4-05-2021, 12:36
ავტორი: სოფიო შავაძე

„ნიკა მელიას კანონის დარღვევით უნდოდა პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭა, თუმცა ის აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია გირაოს დასთანხმდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რადგან წააქეზეს ნიკა მელია, რათა კანონი დაერღვია, შედეგად კი ის კვლავ ციხეშია.

„ის ყველა განცხადება, რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ მელია გამოჩენილიყო ასე ვთქვათ, თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად რომელმაც დაარღვია კანონი, ამ კანონის დარღვევით უნდოდა პოპულარობის და გარკვეული შარავანდედის მოხვეჭა და რეალურად აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა, საპატიმროში და ახლა, რა თქმა უნდა, იძულებულია დათანხმდეს გირაოს. ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი იმით, რომ ჯერ წააქეზეს ნიკა მელია, რომ მას კანონი უხეშად დაერღვია. ბევრი წამქეზებელი ყავდა, ჩვენ ვუყურებთ, რომ ის ოპოზიციონერი ციხეში დადის, რომ რამენაირად ნიკა მელიას წინაშე თავისი პოზიცია გამოისყიდოს და ნიკა მელია მათზე გაბრაზებული არ იყოს. რადგან შეუშვეს ციხეში და აღმოჩნდა ეს ადამიანი ციხეში მჯდომი და ფაქტობრივად თავი ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო. ამ შემთხვევაში ეს პრობლემები, ყველაფერი არის ოპოზიციის პრობლემები. ამნისტიის კანონს მივიღებთ, ეს მუხლები იქნება ამნისტირებული, თუ ნიკა მელიას ექნება სურვილი სასამართლო დავის გაგრძელებისა, მას შეუძლია, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება და შეიძლება მასზე გამამტყუნებელი განაჩენიც დადგეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

გაზიარება
მოინახულეს 83-ჯერ
კომენტარები