განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

როდის იქნება მზად ქართული კოვიდპასპორტი - გამყრელიძის განმარტება

როდის იქნება მზად ქართული კოვიდპასპორტი - გამყრელიძის განმარტება
4-05-2021, 10:14
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

„წინასწარი მუშაობა კოვიდპასპორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კვირაში კოვიდპასპორტის კონცეფცია ჯანდაცვის სამინიტროს წარედგინება.

„წინასწარი მუშაობა კოვიდპასპორტთან დაკავშირებით ჩვენთან უკვე დასრულებულია. ამ კვირაში წარვუდგენთ ჯანდაცვის სამინიტროს კოვიდპასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას, შემდეგ წარედგინა საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას.

ელექტრონულად ან ქაღალდის მატარებელზე აღინუსხება თქვენი აცრის სტატუსი, ბოლო 72 საათში ჩატარებული „​პისიარ" ტესტის პასუხი, შესაძლებელია ასევე იქ იყოს დატანილი, გადატანილი გაქვთ თუ არა ვირუსი, ეს განხილვის საგანია. ხდება მისი ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე დატანა, ეს არის სერთიფიკატი, რომ თქვენ აიცერით ამა და ამ ვაქცინით. გაკეთებულია უკვე დიზაინი, ჯანდაცვის სამინისტროში ამ კვირაში იქნება განხილვა, წარვადგენთ და შემდგომ უნდა განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 104-ჯერ
კომენტარები