განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ამირან გამყრელიძე - „სინოფარმი“ აპრობირებული ვაქცინაა და მას 45 ქვეყანაში იყენებენ

ამირან გამყრელიძე - „სინოფარმი“ აპრობირებული ვაქცინაა და მას 45 ქვეყანაში იყენებენ
4-05-2021, 10:05
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

„სინოფარმი“ აპრობირებული ვაქცინაა და მას 45 ქვეყანაში იყენებენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში „სინოფარმის“ 200 მილიონი დოზაა ინვესტირებული.

„სინოფარმი“ აპრობირებული ვაქცინაა და 45 ქვეყანაში იყენებენ. ის დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიებით და მისი 200 მილიონი დოზა არის ინვესტირებული მთელ მსოფლიოში. აცრა ჩავიტარე „ალმამატერში“, ამ სივრცეში მე 25 წელი გავატარე. აცრების გარეშე, პანდემია არ დამთავრდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „სინოფარმით" აიცრა.

გაზიარება
მოინახულეს 93-ჯერ
კომენტარები