წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ავარიული შენობიდან გაყვანას მოითხოვენ

წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ავარიული შენობიდან გაყვანას მოითხოვენ
23-02-2022, 12:32 - 2022
450

წყალტუბოში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. 

ადგილზე შეკრებულმა დევნილებმა წარადგინეს სამხარაულის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ნდგევადია.

„20 ოჯახი იმის გამო, რომ ერთ ოთახიანი ბინები არ იყო, დავრჩით სახლის გარეშე. მოვხვდით ადმინისტრაციულ დაპირებაში. გადის დრო, მივალთ, შევაწუხებთ და კარგი სიტყვით გვიშვებენ - იქნება-იქნებაო, მაგრამ საშველი არ დაადგა“, - განაცხადა ნონა ხარბედია

დევნილები აცხადებენ, რომ შენობიდან გაყვანის შესახებ დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა კონკრეტული ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა.

„ეს არის კანალიზაციის წყალი. სარდაფი სავსე კანალიზაციის წყლით. ოთახებში სახურავიდან ჩამოდის წყალი. ვითხოვთ გაყვანას. გვპირდებიან დღეს ხვალო, მაგრამ კონკრეტული არაფერი არ არის“, - განაცხადა დევნილმა ლიანა აბულაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა