მთავრობის ადმინისტრაციასთან 8 აქტივისტი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან 8 აქტივისტი დააკავეს
22-02-2022, 11:20 - 2022
679

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 აქტივისტი დააკავეს. 

სამოქალაქო აქტივისტებს სურდათ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კანცელარიაში ბანერებისა და შეძახილების ფონზე შეეცილებინათ, თუმცა მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როგორც აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე აცხადებს, კანცელარიასთან მივიდნენ ირაკლი ღარიბაშვილისთვის იმის შესახსენებლად, რომ ის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით კლავს. 

„არარსებული მოტივით აკავებენ ჩვენს აქტივისტებს. თვითონ გადაკეტეს გზა, დააკავეს ჩვენი რამდენიმე აქტივისტი იმის გამო, რომ გზა გადაკეტეთო. მოვედით, რომ პრემიერ ღარიბაშვილს შევახსენოთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით კლავს მიხეილ სააკაშვილს და არავითარ შემთხვევაში ამასთან შეგუებას არ ვაპირებ“, - განაცხადა ლაშა ხუსკივაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა