საჰაერო სივრცე ღია რჩება - უკრაინის მთავრობა

საჰაერო სივრცე ღია რჩება - უკრაინის მთავრობა
21-02-2022, 17:27 - 2022
502

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 10-მა ავიაკომპანიამ რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე დაგეგმილი ფრენები გააუქმა, უკრაინის საჰაერო სივრცე ღია რჩება.

„არაერთი უცხოური ავიაკომპანიის მიერ ფრენების ამჟამინდელი გაუქმება მხოლოდ სიტუაციის ინფორმაციული გამწვავებით გამოწვეულია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მისი თქმით, „სახელმწიფო მუშაობს გაუქმებული ფრენების ჩანაცვლებაზე“.

ცნობისთვის, რამდენიმე მსხვილმა ევროპულმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ისინი აჩერებენ ან ამცირებენ ფრენებს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. მათ შორისაა, გერმანული კომპანია Lufthansa, რომელიც ორშაბათიდან ფრენებს აჩერებს, ასევე, ჰოლანდიურ კომპანია KLM-ს, რომელმაც უკვე შეაჩერა ფრენები. Air France-მა ასევე განაცხადა ორშაბათს, რომ სამშაბათიდან კიევის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები შეწყდება.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა