მიხეილ სააკაშვილი: გარდაუვლად მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე

მიხეილ სააკაშვილი: გარდაუვლად მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე
21-02-2022, 15:02 - 2022
448

„ისინი გარდაუვლად მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმის განხილვაზე განაცხადა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ინვალიდიზაცია ნიშნავს იმას, რომ მახსოვრობა წაერთმევა და გადაადგილებას მხოლოდ ეტლის საშუალებით შეძლებს.

„ის, რაც ხდება ჩემ მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციისა და მკვლელობის. ეს არის დასკვნა სახალხო დამცველის კონსილიუმის, „ემპათიის“, ეს არიან საუკეთესო ექიმები, რომლებიც არიან საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით. არცერთ სხვა ექიმს, სხვა დასკვნა არ გაუკეთებია. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ როდესაც პენიტენციურმა სისტემამ გადამიყვანა და ჩემს ექიმებს აღარ უშვებენ ჩემთან, მოიწვია ქალბატონი თამარ აბაშიძე, ეს არის „ვივა მედის“ ნევროლოგი, მან დაწერა იგივე დიაგნოზი, რაც უწერია სახალხო დამცველსა და „ემპათიას“ და მან თქვა იგივე, რასაც ამბობენ სხვა სპეციალისტები, რომ პენიტენციური სისტემის შიგნით ამ დაავადებების მკურნალობა არის შეუძლებელია და ისინი გარდაუვლად მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე. რას ნიშნავს ინვალიდიზაცია, ეს ჩემს შემთხვევაში ნიშნავს მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების შეზღუდვასა და ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა