კობახიძე - საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ

კობახიძე - საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ
20-02-2022, 17:54 - 2022
603

„ეს პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალსიხმებას, რათა პირველ რიგში იზრუნოს უსაფრთხოებაზე.

„ეს პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ. 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ხშირად არ არის ეს მარტივი, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალსიხმებას, რათა პირველ რიგში იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. 

ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობდით მთელი ეს წლები, ეს მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა