„აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს?“ | მშობელი ღარიბაშვილს

„აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს?“ | მშობელი ღარიბაშვილს
1-05-2023, 16:12 - 2023
231

კანცელარიასთან შეკრებილმა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეხვდეს მათ. 


დედები უკვე მეორე კვირაა შენობასთან ღამეს ათევენ.

„29 დეკემბრის შემდეგ თამარ გაბუნიასგან მესმის ეს სიტყვები, რომ სჭირდება დრო, მოლაპარაკებები, ფინანსები. კი ბატონო, პროტოკოლის დაწერა დაიწყო, თუ ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბიომარინთან, როდესაც მე პირად საუბარში შევეკითხე რა მოგწერათ ბიომარინმა, რა ვქნა პასუხს აგვიანებს, თქვენსავით ვერ მოვაწყვე აქციებიო - ასე დამცინა კიდეც, თურმე ჩვენ აქციები გვსიამოვნებს და ვოცნებობთ, რომ აქციები მოვაწყოთ.

თუ პრემიერი აცხადებს მზაობას, რომ ფინანსები არის მაშინ რა არის პრობლემა, გამოვიდეს, ქვეყნის პირველი პირია, პრეზიდენტმა გვითხრა, სამწუხაროდ, მე არ ვარ გადამწყვეტი პირიო. ერთი კვირის წინ ყველანაირი გზა მოგვეჭრა, რომ ჩვენ იმედი გვქონოდა, მაგრამ არ გავჩერებულვართ, ჩვენ ვერ გავჩერდებით, ჩვენ ვართ მართალი.

გაბუნიაც, ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობენ ორაზროვნად, არა კონკრეტულად, ალბათ, ისინიც პრემიერისგან ელიან გადაწყვეტილებას და შემდეგ იტყვიან კონკრეტულ ნაბიჯს. არაფერია სასიხარულო თუ საბჭოში შემიყვანეს, საბჭოში გასაგებია, მთავარია მედიკამენტი როდის შემოვა. ჩვენც გონივრულად გვაქვს გადაწყვეტილი, ამას უნდა ექიმების დატრენინგება, ამას უნდა დრო, კი ბატონო, იყოს 2 თვე, 3 თვე, თუმცა 2 და 3 თვე ჩემი შვილისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვისაც ზედა ზღვარი აქვს, უკან გადადგმული უამრავ წელია, კიდევ დაველოდები 13 წელი თუ დავდიოდი, ამ შრომას წყალში ვერ ჩავყრი. მოეგეთ გონს, ნუ გვტანჯავთ, მაინტერესებს, რას ითხოვთ, აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს? რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? რატომ ვართ ცოტა, სად არიან დედები, მამები, ამაზე დიდი ტანჯვა რა არის? დღეს თუ ჩვენ და ჩვენი შვილები დავმარცხდით კი ბატონო, ავიკრავთ გუდა-ნაბადს წავალთ, მთელი საქართველო წახვალთ საზღვარგარეთ? რატომ არ ხართ ჩვენთან ერთად, რატომ ტირით ტელევიზორებიდან, აქ მოდით და გვერდში დაგვიდექით“, - თქვა ქეთევან ბეგიაშილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა