რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, რკინიგზის ლიანდაგზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ მატარებელი აფეთქების გამო რელსებიდან გადავიდა.
„აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელის ლოკომოტივი. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - ციტირებს რუსული მედია ადგილობრივ გუბერნატორს.