ზუგდიდში დევნილებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში დევნილებმა აქცია გამართეს
18-02-2022, 18:05 - 2022
726

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, დევნილთა დასახლებაში 100-მდე ოჯახი 25 დღეა წყლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, წყალსაქაჩი სისტემა დაზიანდა, რის გამოც, წყლის მიწოდება 27 იანვარს შეუწყდათ. 

„6 წელია აქ ვცხოვრობ და 6 წელია წყლის პრობლემაა. დღეს-ხვალ და გვატყუებენ. როცა არჩევნებია, მოდიან აქ და გვეუბნებიან გაგიკეთებთო. დამთავრდება არჩევნები, წავლენ ხოლმე და ვართ ასეთ დღეში“, - განაცხადა დევნილმა.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მერიამ სპეციალურად გამოყო ავზები, რის საშუალებითაც ხდება მათი წყლით მომარაგება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. 

გარდა ამისა, დევნილებს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხო არის წყალი, რომელიც მათ მიეწოდება.

კომენტარები
რეკლამა