გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს „ცივი ომის მსგავსი დიპლომატია“ აქვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს „ცივი ომის მსგავსი დიპლომატია“ აქვს
18-02-2022, 13:54 - 2022
489

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი ცივი ომის მსგავს დიპლომატიაში დაადანაშაულა და მოუწოდა მოსკოვს, გადადგას „სერიოზული ნაბიჯები უკრაინის კრიზისის დეესკალაციისკენ“.

როგორც „ბიბისი“ წერს, მინისტრმა უკრაინის საზღვართან და ბელორუსიაში რუსეთის მიერ სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის მასიური მობილიზების გამო შეშფოთება გამოხატა.

მისი თქმით, რუსეთი გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპის მშვიდობისა და წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს ჯარის უპრეცედენტო განლაგებით და „ცივი ომის მოთხოვნებით“.

ანნალენა ბაერბოკმა რუსეთს მოუწოდა დიპლომატიის გაგრძელებისკენ და თქვა, რომ „მშვიდობისკენ მიმავალი პატარა ნაბიჯებიც კი უკეთესია, ვიდრე დიდი ნაბიჯები ომისკენ“.

როგორც BBC წერს, დასავლეთი ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, გავლენა მოახდინოს მის საზღვრებთან ახლოს მყოფი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე, როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი ცივი ომის დროს.

შეგახსენებთ, რომ ცივი ომი იყო მე-20 საუკუნის ომისშემდგომი პერიოდი, როდესაც დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მეტოქეობამ ორი გლობალური ზესახელმწიფო ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა