20 წლის ფეხბურთელი კლინიკაში ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაიცვალა

20 წლის ფეხბურთელი კლინიკაში ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაიცვალა
25-01-2023, 00:04 - 2023
556

გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილშია დამნაშავე და ჩარკვიანის მკურნალობაში იღებდა მონაწილეობას.


ოჯახმა საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია.

პაციენტის ისტორიიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზარდა ფეხბურთელს 5 დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ ერთი ძლიერ მოქმედი მედიკამენტი - მიდაზოლამი გაუკეთეს.

„ექსპერტიზა პირდაპირ აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირების გამოიყენებით გარდაიცვალა და ამან გამოიწვია ბუნებრივი სიკვდილი... [ვითხოვთ] დაისაჯოს ყველა ის ექიმი, ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობაში. ვახტანგ ჩარკვიანი არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა“, - თქვა ოჯახის ადვოკატმა მზია ხასრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.  

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა