პრორუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბეს - უკრაინის თავდაცვა

პრორუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბეს - უკრაინის თავდაცვა
18-02-2022, 09:54 - 2022
2 090

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მათ შორის 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

სამინისტროს ცნობით, მათ შორის 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით მოხდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი, საიდანაც ორი სამოქალაქო პირია და ორი კი უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედროა. 

ამასთანავე, სულ 27 დასახლებული პუნქტი დაიბომბა, დაზიანებულია შენობები და კომუნალური ინფრასტრუქტურა. სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი ვრუბივკა. 

გარდა ამისა, პრორუსულმა ძალებმა მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი სტანიცა ლუგანსკა, სადაც დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა. დაშავებულია სამი ადამიანი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა