ირაკლი კობახიძე - ზელენსკის ფასი არ აქვს

ირაკლი კობახიძე - ზელენსკის ფასი არ აქვს
22-12-2022, 23:52 - 2022
364

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათთვის არც ზელენსკის და არც მაია სანდუს განცხადებებს ფასი არ აქვს.
 
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მათ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა სთხოვეს.
 
თვითონ სანდუს ჰყავს, რომელი ნომერია არ ვიცი, მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს.
 
რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს
“, - ამბობს კობახიძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა