უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს, ჯამბულათ ხოფერიას სამშობლოში 04:30 საათზე ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს, ჯამბულათ ხოფერიას სამშობლოში 04:30 საათზე ჩამოასვენებენ
8-12-2022, 00:09 - 2022
271

უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას სამშობლოში დღეს, 8 დეკემბერს, 04:30 საათზე ჩამოასვენებენ. 


თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მის დასახვედრად სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოება შეიკრიბება. 

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია. 

25 წლის ქართველი გმირი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა