მელია - კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ „მშვიდობით სავსე“ საახალწლოდ მორთულ ქალაქში

მელია - კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ „მშვიდობით სავსე“ საახალწლოდ მორთულ ქალაქში
3-12-2022, 21:47 - 2022
368

„კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ „მშვიდობით სავსე“ საახალწლოდ მორთულ ქალაქში“, - ამის შესახებ „ენმ“-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს უკრაინაში და გაიმარჯვებს საქართველოში.
 
კიდევ ხუთი გმირი შეეწირა რუსულ აგრესიას, აგრესიას, რომელსაც სურს მოსპოს ყველა, ვინც თავისუფლება აზრად გაივლო, ვინც მისთვის იბრძოლა და ვინც არ დანებდა. კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ "მშვიდობით სავსე" საახალწლოდ მორთულ ქალაქში.

თუმცა, ქართველებმა ვიცით - უკრაინის ომი ჩვენი ომია, თავისუფლების იდეას დამარცხება არ უწერია და ჩვენი ადგილი ევროპაშია. თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს უკრაინაში და გაიმარჯვებს საქართველოში! გაგვიმარჯვია ღირსებითა და სიმართლით, გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით! დიდება გმირებს!
“, - წერს ნიკა მელია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა