სარჯველაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, გააზვიადონ სააკაშვილის მდგომარეობა

სარჯველაძე ოპოზიციაზე:  ცდილობენ, გააზვიადონ სააკაშვილის მდგომარეობა
3-12-2022, 20:54 - 2022
376

„ამ აქციის ფუნქცია და ამოცანა არის მხოლოდ პოზიორობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გამართული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.
 
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების მთავარი იდეა და მოტივი არის ის თუ ვინ უფრო მეტ შეუპოვრობას აჩვენებს პარტიის იმ მხარდამჭერებს, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობით ან მისი შემდგომი პოლიტიკური ბედით არიან დაინტერესებულები.
 
რეალურად უფრო პოპულისტურია და უფრო შიდაპარტიულ ელექტორატზე გათვლილი და არა რაღაც შედეგებზე ორიენტირებული განცხადებები. ატყობთ თქვენ, რა ვითარება აქვთ, რა მდგომარეობაში არიან - იმდენად ამოწურული აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ, პრაქტიკულად, უწევთ მართლა ვიწრო ქუჩებზე აქციების დაგეგმვა მარტო იმიტომ, რომ შესაცოდი შესახედი არ იყოს ის აქციები და მასშტაბები, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. უბრალოდ, როცა ასეთი არაგულწრფელია, არანამდვილია მოტივაცია, ნაბიჯები, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერა, საკუთარივე ამომრჩევლის მხარდაჭერა ნაკლებად აქვთ ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს. ამას უნდა ხედავდნენ, თვალი უნდა გაუსწორონ. უნდა ხვდებოდნენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც არ აქვთ, მათივე მიმართ პოზიტიურად განწყობილი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი არ აქვთ ასეთი ნაბიჯების გადადგმის დროს“, -  განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა