ქვეყანაში ბიზნესი კრიზიშია - კომპანიებს მუშახელი აღარ ჰყავთ

ქვეყანაში ბიზნესი კრიზიშია - კომპანიებს მუშახელი აღარ ჰყავთ
3-12-2022, 04:18 - 2022
558

კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი „ბიემჯი“ - სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მუშა ხელის ნაკლებობაა. 


მისი თქმით, მზად არის, ახლავე კვალიფიკაციის გარეშე მიიღოს კადრები და ხელფასი 1500-2000 ლარი გადაუხადოს.

„მზად ვარ ახლავე მივიღო სამსახურში 10-15 ადამიანი ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ ვერავის ვპოულობ.

მივიღებდი და მე თვითონ მოვამზადებდი ამ ადამიანებს, მაგრამ ფიზიკურად ვერავის ვპოულობ, არავის უნდა. ვერ ვხდები, როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს უმუშევრობის პრობლემა, როცა მუშახელს ვერ შოულობ. ყველა ცდილობს უცხოეთში წავიდეს ან არ ვიცი, თავს არიდებს. ხელფასებიც დაბალი ნამდვილად არ არის. საშუალო კვალიფიკაციის მქონე ადამიანის ხელფასი საშუალოდ 1500-2000 ლარამდეა. შვეიცარიას, გერმანიას ან ამერიკას რომ გავუტოლდეთ ანაზღაურების თვალსაზრისით, ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ეს გაცემული ხელფასი ხომ საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებაზე ისახება“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა