პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
15-02-2022, 19:01 - 2022
413

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს ორ ე.წ. პროფესიული წევრი აირჩია. 
 
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს, მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი. 

ისინი თანამდებობებს ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, რადგან მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოიპოვეს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა