რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
15-02-2022, 12:05 - 2022
3 109

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიმოხილვას შეეხებოდა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ახალი გადაწყვეტილებები არ მიუღია.

„დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა მიმდინარე სიტუაციის მიმოხილვას და იმ ღონისძიებების  განხილვას, რომელიც ჯანდაცვის სექტორში ხორციელდება. მობილიზებული რჩება 8 000 საწოლი აქედან 6 000 ოდნავ მეტი არის დაკავებული. 1 300 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და 293 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ტესტირებები პროგრამა გრძელდება 60-დან 70 ათასამდე კეთდება ყოველდღიურად. შედარებით დაიკლო დადებითობის მაჩვენებელმაც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა