ქადაგიშვილი - გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ივანიშვილი ოლიგარქი

ქადაგიშვილი - გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ივანიშვილი ოლიგარქი
28-10-2022, 13:48 - 2022
314

„გიორგი გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, გახარიას განცხადება უსინდისობაა.

„ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები
რეკლამა