ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას აკეთებს

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას აკეთებს
14-02-2022, 21:19 - 2022
1 497

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს, მაგრამ რამდენიმე სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებულ რისკებზე მიუთითებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინამ უნდა იაროს იმ გზით, რომელიც თავად აირჩია.

„რაც შეეხება ჩვენი ელჩის განცხადებას, კულებას პასუხი იყო ოფიციალური და არსებითი. ჩვენ ეს ყველაფერი სწორად გავიგეთ თუ არა? მის ნათქვამში გარკვეულ დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. დღეს ზოგიერთი ლიდერი ოდნავ მიანიშნებს უკრაინას, რომ კარგია, არ გარისკო და მუდმივად კითხვები არ წამოაყენო ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან ეს რისკები რუსეთის ფედერაციის რეაქციასთან არის დაკავშირებული. მე მეჩვენება, რომ ამას უკვე არავინ მალავს და ჩვენც უნდა ვიყოთ გულწრფელები, ეს გადაწყვეტილება ჩვენზეა დამოკიდებული. რჩება საკითხი გზის თაობაზე, როდემდე უნდა გაჰყვეს უკრაინა ამ გზას და ვინ დაგვიჭერს მხარს ამ გზაზე. ან იქნებ, ღია კარების საკითხი მართლაც ასეთი ოცნებაა ჩვენთვის და არავინ იცის, იქ როდის ვიქნებით. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზაზე, რომელიც თავად ავირჩიეთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ჯარი ძლიერია და სად მივა ეს გზა – ვნახავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუ გარემოებები ამას აიძულებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა