წყალტუბოში მამამთილმა რძალი სასაფლაოზე დანით დაჩეხა

წყალტუბოში მამამთილმა რძალი სასაფლაოზე დანით დაჩეხა
18-10-2022, 23:01 - 2022
1 548

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი სასაფლაოზე დანით დაჩეხა.

როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა და შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა