ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე: ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე

ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე: ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე
29-09-2022, 13:49 - 2022
455

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ეხმაურება.

ის აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს.

ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა