კალაძე - ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ

კალაძე - ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ
25-09-2022, 01:03 - 2022
384

„საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ივანიშვილზე არ უნდა ვინერვიულოთ.

გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები
რეკლამა