დუდა - ეს ომი უკვე წააგო რუსეთმა

დუდა - ეს ომი უკვე წააგო რუსეთმა
21-09-2022, 12:20 - 2022
401

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ომი უკვე წააგო.

"ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა კონფლიქტი, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, აგრესორმა უნდა წააგოს და ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის, რადგან თავისუფალი ერის დამორჩილება ვერ შეძლო. ვალდებული ვართ, არ დავუშვათ, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ შეგნებულად და ცინიკურად გამოიწვიოს ხელოვნური შიმშილი თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევის სახელით,როგორც ამას სტალინი აკეთებდა 1930-იან წლებში", - განაცხადა დუდამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა