პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა
21-09-2022, 11:41 - 2022
335

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვა დაიწყო.

BBC-ის Telegram-ის არხის თანახმად, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსული სახელმწიფო მედია "რია" წერს, რომ შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

"სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა