უკრაინულმა არმიამ დონეცკის ოლქში ერთ-ერთი დასახლება გაათავისუფლა

უკრაინულმა არმიამ დონეცკის ოლქში ერთ-ერთი დასახლება გაათავისუფლა
19-09-2022, 00:25 - 2022
479

უკრაინულმა არმიამ დონეცკის ოლქში ერთ-ერთი დასახლება, დიბროვა გაათავისუფლა. 

ინფორმაციას თავად უკრაინელი ჯარისკაცები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქალაქში უკვე უკრაინული დროშა ფრიალებს.

დონეცკის ოლქში მდებარე დიბროვას დასახლების თავზე ახლა უკრაინის დროშა ფრიალებს. გიბროვა მთლიანად უკრაინის კონტროლქვეშ გადადის. ჩვენი ნაციონალური გვარდია უკრაინულ დასახლებებს ერთი მეორის მიყოლებით ათავისუფლებს, გამარჯვებას მალე მოვიპოვებთ“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვიდან უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 14 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად გათავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. დაახლოებით 150 000 უკრაინელი ოკუპაციის ქვეშ ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა