სანიკიძე - ლიბერალიზმმა არც ოჯახი იცის, არც რწმენა, არც სამშობლო და არც ღირსება

სანიკიძე - ლიბერალიზმმა არც ოჯახი იცის, არც რწმენა, არც სამშობლო და არც ღირსება
18-09-2022, 23:37 - 2022
513

პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ლიბერალიზმი ვერ დაამარცხებს.

მისი განცხადებით, ლიბერალიზმმა არ იცის არც ოჯახი, არც რწმენა, არც სამშობლო და არც ღირსება.

საქართველოში ამ ხელისუფლებას ლიბერალიზმით ვერ დაამარცხებ. ამ ხელისუფლებას გაუშვებს მხოლოდ განათლებული კონსერვატიზმი, რომელიც უმიზეზოდ გადაბარებულ იქნა ბიძინა ივანიშვილზე და ბნელებმა ჩაიგდეს ხელში. ომი არის განსხვავებული მდგომარეობა ადამიანისა და ადამიანის სოციუმისთვის. 

ეს არის ცნობილი თეზა: 4 რამესთვის მიდის კაცი სიკვდილზე, მხოლოდამხოლოდ 4 რამესთვის. ეს არის: ღმერთი, ანუ რწმენა, ეს არის სამშობლო, ეს არის ოჯახი და ეს არის პირადი ღირსება. ლიბერალიზმს არც ერთი არ აქვს. 

სანგარში რისთვის ზის უკრაინელი მებრძოლი? სამშობლოსთვის, რწმენისთვის, ოჯახისა და პირადი ღირსებისთვის. ოთხივე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ... თან მე ძველ ლიბერალიზმს არ ვგულისხმობ. მე ვამბობ დღევანდელ ნეოლიბერალიზმზე, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა მარტო საქართველოს კი არა, დასავლეთს და პუტინი ამის შედეგია
“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა