„სუს-დან მასალები მიმქონდა პრემიერთან, კალაძესთან, კობახიძესთან და მამაცაშვილთან“ - სუს-ის ყოფილი თანამშრომელი

„სუს-დან მასალები მიმქონდა პრემიერთან, კალაძესთან, კობახიძესთან და მამაცაშვილთან“ - სუს-ის ყოფილი თანამშრომელი
16-09-2022, 00:38 - 2022
830

სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი ამბობს, რომ 2015 წლიდან 2018 წლამდე სუს-იდან გამოტანილი კრებსები პირდაპირ „ქართული ოცნების“ ოფისში მიჰქონდა.

ალექსანდრე სამხარაძე ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვის ხელშიც ეს ფაილები ხვდებოდა.

ბექა მამარდაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა. მას ჯგუფი ჰყავდა და რომელსაც ეველებოდა უკანონო მოსმენები. გამოჰქონდა კრებსები, მერე ეს კრებსები მიმქონდა ხან ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერთანაც, კახა კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან და უჩა მამაცაშვილთანაც წამიღია. 

კვირაში სამჯერ კალაძესთან წამიღია. კვირაში ერთხელ - უჩა მამაცაშვილთან. დღეში ორჯერ წამიღია ირაკლი კობახიძესთან. 

ეს იყო პირდაპირ ივანიშვილის დავალება, ეს მის გარეშე არ მოხდებოდა. რაც ხდება ქვეყანაში ეს ყველაფერი მასთან შეთანხმებით ხდება
“, - განაცხადა ალექსანდრე სამხარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა