პარიზი, მილანი, მონაკო, შვეიცარია და სხვა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური არდადეგები

პარიზი, მილანი, მონაკო, შვეიცარია და სხვა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური არდადეგები
11-09-2022, 21:33 - 2022
525

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზაფხულო არდადეგები ყველაზე ადრე დაიწყო, დედაქალაქის პირველი პირი ჯერ მილანში, შემდეგ კი პარიზში ისვენებდა, საიდანაც კალაძემ ალპებში გადაინაცვლა.

კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, თბილისის მერი არდადეგების ბოლო თვეს დუბაისა და მონაკოშიც იყო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა, დამღლელი სამუშაოს შემდეგ ამერიკაში დასვენება გადაწყვიტა - დეპუტატი ნიუ იორკში ისვენებდა, საიდანაც ნიაგარას ჩანჩქერზეც წავიდა.

მმართველი პარტიის მორიგი დეპუტატი, ყოფილი მორაგბე და გაპოლიტიკოსებული დავით კაჭარავა ნიცაში ნებივრობდა, ეს ფაქტი მან თავად დაადასტურა, თუმცა მისი ნებივრობის ერთი კვირა რა ხარჯებთან ასოცირდება ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ბოჰემური არდადეგები მოიწყო ბექა ოდიშარიამ, დეპუტატი საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსში იმყოფებოდა და მგონი ისევ იქ არის, რადგან პარლამენტის პირველ სხდომაზე არ გამოჩენილა.

იტალიის ყველაზე დიდ კუნძულს სტუმრობდა მარიამ ქვრივიშვილი. დეპუტატი ცხელ ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე პოზირებდა.

საქართველოს კურორტებს დასჯერდნენ ანრი ოხანაშვილი, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მთაში ისვენებდა, პარლამენტის თავმჯდომარე ჯერ თუშეთში, ხოლო შემდეგ ჭიათურის ტყეებში ნავარდობდა. ირაკლი კობახიძე კი მხოლოდ რაჭას დასჯერდა.

ერთარდერთი დეპუტატი, რომელიც არც საქართველოს გარეთ და არც შიგნით წასულა სადმე არჩილ თალაკვაძეა, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე მთელი ზაფხული ავტოფარეხში იყო და ისევ „ვოლკსვაგენის“ რესტავრაციას ახორციელებდა. 

არჩილ თალაკვაძემ  ძველი „ვოლკსვაგენის“ რესტავრაციას 14 თვე შეალია. გასული წლის ივნისში დაიწყო, და 2022 წლის აგვისტოში დაასრულა.

კომენტარები
რეკლამა