ნუ გვექნება იმედი, რომ მარტი-აპრილი პანდემიის დასასრულის პერიოდი იქნება - ექსპერტი

ნუ გვექნება იმედი, რომ მარტი-აპრილი პანდემიის დასასრულის პერიოდი იქნება - ექსპერტი
12-02-2022, 13:25 - 2022
824

„ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება საქართველოში პანდემიის დასასრულის პერიოდი“, - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონის“ გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ბარიერი არ იქნება.

„ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება საქართველოში პანდემიის დასასრულის პერიოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება „ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. „დელტა“ არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში „დელტა“, მათი რისკი „ომიკრონით“ ინფიცირებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა