ავსტრალია უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

ავსტრალია უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
12-02-2022, 13:16 - 2022
501

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა, უკრაინაში მყოფ ავსტრალიის მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

მორისონის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკრაინაში ავსტრალიელი დიპლომატები კვლავ რჩებიან. 

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ, დანიამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ნიდერლანდებმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ისრაელმა და ახალმა ზელანდიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა