ლუკაშენკო - რუსეთს ვერ დააჩოქებენ

ლუკაშენკო - რუსეთს ვერ დააჩოქებენ
1-09-2022, 20:48 - 2022
554

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი უკრაინაში ვერ დამარცხდება, რადგან მას ვერ დააჩოქებენ.

​ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსის მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის ე.წ. „სპეცოპერაციას“ მხარს უჭერს.

რუსეთი იქ ვერ დამარცხდება. მე და ბელარუსი ხალხი რუსეთს ამ კუთხით მხარს ვუჭერთ. ისინი ადანაშაულებენ რუსეთს, რომ ის აგრესორია, რეალურად კი მაშინ პრევენციული სპეცოპერაცია რომ არ დაწყებულიყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო იერიშს მიიტანდა. დასავლეთი და აშშ ზეწოლას ახდენენ ამ სიტუაციაზე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი დააჩოქონ, მაგრამ ვერ დააჩოქებენ“, - ამბობს ლუკაშენკო.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა