„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - შვეიცარიაში სააკაშვილის მართვის მოდელი დაუმკვიდრებიათ

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - შვეიცარიაში სააკაშვილის მართვის მოდელი დაუმკვიდრებიათ
22-08-2022, 11:16 - 2022
992

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

მათი განცხადებით,  თუ კი ივანიშვილის სიტყვები მართალია, გამოდის, შვეიცარიაში სააკაშვილის მართვის მოდელი დაუმკვიდრებიათ.

გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა